ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში დაშავებული სამი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას განმარტებით, მათთან მოთავსებული ოთხი პაციენტიდან, ორს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მისივე თქმით, ერთი მათგანი თბილისში გადაიყვანეს.
ახლობლების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.რაც შეეხება მეხუთე პაციენტს, მას ოპერაცია ქუთაისის საავადმყოფოში ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 მაისს სოფელ ზედაეწერში 5 პირი დაშავდა. ერთმანეთს მერსედესის ტიპის მსუბუქი ავტომობილი და ფორდის მარკის მიკროავტობუსი
შეეჯახა.
ამავე თემაზე:
ზედაეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
ზედაეწერში ავარიის შედეგად დაშავებული 2 ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა
მასალის გამოყენების პირობები