საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრს ბათლომე შელიას და "წითელი ჯვრის" მოხალისეს დავით ღურწკაიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარუდგინა.
საქმე ეხება დეპუტატსა და სამოქალაქო აქტივისტის როსტომ ზარანდიას შორის მომხდარ ინციდენტს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ.ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ.ღ.-მ რ.ზ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იმავე დღეს, დაახლოებით 14:45 საათზე, დ.ღ.-ს და რ.ზ.-ს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას, ბ.შ.- მ რ.ზ.- ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც რ.ზ.- მ ასევე თავის არეში დაზიანება მიიღო.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია პოროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ცნოით, პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიმართავს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით.
ამავე თემაზე:ბათლომე შელია: ჩემთვის ბრალის წაყენება დამოკლეს მახვილია წინასაარჩევნოდ
პროკურატურა სასამართლოს დეპუტატ ბათლომე შელისასთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს
მასალის გამოყენების პირობები