ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურის შესასვლელებთან ველოსადგომები განთავსდა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში ველოსადგომები დამონტაჟდა. როგორც ბაღის ადმინისტრაციაში რადიო "ათინათს" უთხრეს, სადგომები მოეწყო
ბაღის ორივე შესასვლელთან. ამავე ცნობით, ველოპარკინგისთვის სულ გათვალისწინებულია 16 ადგილი.
"კამერები არის აღნიშნულ ტერიტორიაზე, რაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ხშირად ექმნებოდათ მოქალაქეებს დისკომფორტი, რადგან ბოტანიკურში ველოსიპედით გადაადგილება არ არის შესაძლებელი. ახლა მათ შეუძლიათ ამ სადგომით ისარგებლონ", - გვითხრეს ბოტანიკურის ადმინისტრაციაში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული ბოტანიკური ვიზიტორებისთვის 11 მაისიდან გაიხსნა. ზუგდიდის მერის გადაწყვეტილებით ბაღში შესვლა წლის ბოლომდე უფასო იქნება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები