ვლადიმირ პუტინმა ასლან ბჟანია მოსკოვში "გამარჯვების პარადზე" მიიწვია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისადმი მიძღვნილ პარადში მიიღებს მონაწილოებას,
რომელიც მოსკოვში გაიმართება. ამის შესახებ მისი პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. ამავე ცნობით, ასლან ბჟანია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიწვია, წერს " აფსნიპრესი".
"გამარჯვების პარადი" რუსეთში კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. აღლუმი 2020 წლის 24 ივნისს გაიმართება.
ასლან ბჟანია, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, რუსეთის დედაქალაში 6 მაისს ჩავიდა. ეს იყო მისი პირველი სამუშაო ვიზიტი "პრეზიდენტის" რანგში. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ მას და აფხაზური დელეგაციის წევრებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ, ამის შესახებ "ჯანდაცვის" მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.
მასალის გამოყენების პირობები