სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს
სამოქალაქო მოძრაობა „ხმას“ წევრებმა ფახულანი-საბერიოს ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. ახალგაზრდებს ხელში საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ -ის დროშები ეჭირათ.
აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი მათი პროტესტი რუსი სამხედროების გააქტიურებას და უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებას უკავშირდება.
„მთელი ქვეყანა უნდა ვიბრძოდეთ იმისთვის, რომ მავთულხლართები, რომელიც ჩვენს უკან არის და რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დარღვევასთან, მშვიდობიანად მოვშალოთ. ამისთვის სამოქალაქო აქტივიზმი ყოველთვის მნიშვნელოვანია და კონკრეტულად დღეს აქ იმიტომ მოვედით, რომ რუსი ოკუპანტების გააქტიურება შეინიშნება“, - ამბობს „ხმის“ წევრი ბაჩანა ქანთარია.
სამოქალაქო აქტივისტები მსგავსი აქციების გამართვას პერმანენტულად გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები