ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული გრაფიკით მოძრაობს - მერია
ზუგდიდში მუშაობა განაახლა, როგორც მუნიციპალურმა ავტობუსებმა, ასევე მიკროავტობუსებმა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მოქალაქეებმა პირბადეები უნდა ატარონ.
ამასთან, აკრძალულია ფეხზე დგომა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა მძღოლებს ევალებათ.
ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალური ავტობუსები ჩვეული გრაფიკით მოძრაობენ.
მათივე ცნობით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ჩაუტარდება.
მასალის გამოყენების პირობები