დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მანუჩარ ჩილაჩავა გელა ნაჭყებიამ ჩაანაცვლა.
სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი ხელმძღვანელი ამავე სამსახურის თანამშრომელი იყო. რაც შეეხება მანუჩარ ჩილაჩავას, ის უწყებაში რჩება და სხვა პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას.
მანუჩარ ჩილაჩავა დევნილთა სამმართველოს უფროსად 2015 წელს დაინიშნა. მანამდე, ამ თანამდებობას დავით ნარსია იკავებდა.
მასალის გამოყენების პირობები