ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ მომუშავეები გარევაჭრობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. მათი თქმით, პანდემიის გამო სამი თვის განმავლობაში
სახლში ულუკმაპუროდ მოუწიათ დარჩენა და ახლა მუშაობის გაგრძლება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„არავის უხარია ამ მტვერში და სიცხეში ყოფნა, მაგრამ გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს და გამოვდივართ პურის ფულის საშოვნელად. 3 თვე დაგვსვეს მშიერი ხალხი სახლში, ერთი თეთრი არ მოუცია არავის ჩვენთვის და ახლა აქ ჯდომის უფლებასაც არ გვაძლევენ“, - გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
მერიაში ამბობენ, რომ გარევაჭრობა კანონით აკრძალულია და იქ მოვაჭრეები მუშაობის გაგრძლებას ვერ შეძლებენ.
„შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ალტერნატიული ფართის მოსაძიებლად და დაინტერესებულ პირებს მალე შესთავაზებენ სხვა ადგილს“, - თქვეს მერიაში.
ინფორმაციისთვის, გარემოვაჭრეები მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაშიც ვერ მოხვდნენ, რადგან საჭირო დოკუმენტების წარდგენა ვერ შეძლეს.
მასალის გამოყენების პირობები