ახალი ამბები
მოიმატებს თუ არა სტომატოლოგიური მომსახურების ღირებულება ზუგდიდში
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურებით სარგებლობა 22 მაისიდან არის შესაძლებელი, ზუგდიდში არსებული სტომატოლოგიური კაბინეტების უმრავლესობა ჯერ არ გახსნილა. ამის ერთ-ერთი მიზეზი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ 11 მაისს დაწყებული მონიტორინგია, რომლის გავლაც მსგავსი ტიპის კლინიკებისთვის სავალდებულოა.
ფოტო:"ნანო ცენტრი"

ახალი რეგულაციების გათვალისწინებით ადგილობრივი კლინიკების მფლობელების ნაწილი ვარაუდობს, რომ სტომატოლოგიური მომსახურების ფასი გაიზრდება, რაც მათი განმარტებით ახალი ვალდებულებების ფარგლებში შეძენილი ეკიპირების ღირებულებამ განაპირობა. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რეკომენდაციების შესრულება მომსახურების ფასზე დიდ ზეგავლენას არ მოახდენს.

მუშაობა კვირაზე მეტია განაახლა კლინიკა "ნანო ცენტრმა". ის ერთ-ერთი პირველია, რომელმაც სავალდებულო შემოწმება გაიარა. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და შეზღუდვების გამო გასული 2 თვის განმავლობაში კლინიკამ სულ 11 პაციენტი მიიღო, რომელთაც გადაუდებელი სტომატოლოგიური დახმარება დასჭირდა. როგორც მისი მფლობელი თამუნა ჩიხლაძე ვარაუდობს, სტანდარტულ მომსახურებაზე ფასი დაახლოებით 25-დან 30 ლარამდე მოიმატებს.
ფოტო:"ნანო ცენტრი"

„რა დღესაც შემოვიდა შემოწმებაზე რეგულაციის სამსახური, იმ დღიდანვე მომცეს მუშაობის განახლების საშუალება, რადგან ჩვენი კლინიკა 42- ვე პუნქტს აკმაყოფილებდა. რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, სავალდებულოა მინიმუმ 2 კვირიანი მარაგის ქონა კლინიკაში, ვგულისხმობ როგორც ექიმის, ისე მისი ასისტენტისა და პაციენტის ეკიპირებას, სასტერილიზაციო-სადეზინფექციო ხსნარებს, რესპირატორებს, ხელთათმნებს, ფარებს და ა.შ. კლინიკაში მომუშავე ერთ ბორ-მანქანაზე 50 ასეთი კომპლექტი უნდა არსებობდეს, თითო მათგანის ღირებულება საშუალოდ 25-30 ლარის ფარგლებშია. აქედან გამომდინარე ნებისმიერი პროცედურა გაძვირდება აღნიშნული თანხით. მაგალითად, კბილის ამოღება თუ ღირდა 20 ლარი, გახდა 45-50 ლარი“, - ამბობს ის და იმედოვნებს, რომ აღნიშნული გარემოება დროებითია, რადგან მიიჩნევს, რომ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის გადახდისუნარიანობა დაბალია. 

ფოტო:"ნანო ცენტრი"

ჯანდაცვის სამინისტროს ახალ მოთხოვნებს გაეცნო და მონიტორინგისთვის სათანადოდ მოემზადა ზუგდიდში მოქმედი კიდევ ერთი კლინიკა „ბედნიერი ღიმილი“. მისი ხელმძღვანელი, სტომატოლოგი ირაკლი გვილავა ამბობს, რომ მომატებული ხარჯების გათვალისწინებით მათი მომსახურების ღირებულებაც, სავარაუდოდ, დროებით გაიზრდება.

ფოტო:"ბედნიერი ღიმილი"

„განაცხადის შევსებიდან მალევე გვყავდა მონიტორინგის ჯგუფი, დავაკმაყოფილეთ ყველა მოთხოვნა. რაც შეეხება ახალ სტანდარტებს, ვფიქრობ, რომ მათი შესრულება არ გაგვიჭირდება. ფაქტობრივად რამდენიმე დეტალის დამატებამ მოგვიწია, როგორიცაა ანტიბაქტერიული ხსნარი პაციენტებისთვის, თერმოსქრინინგის მოწყობილობა... ხარჯი რა თქმა უნდა იზრდება, მარაგის გამო, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით რამდენად დიდი იქნება სხვაობა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საშუალებები შედარებით დაბალ ფასად შემოიტანოს დისტრიბუციამ, რაც მხოლოდ მცირედით აისახება ფასზე. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუწიოთ ანგარიში მოსახლეობას, რომლისთვისაც ახლანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, მომატებული ღირებულების გადახდა საკმაოდ რთული იქნება“, - მიიჩნევს სტომატოლოგი.

ახალი რეგულაციები მისაღებია „სმაილ დენტის“ ხელმძღვანელისთვის. თამთა ჯანაშია განმარტავს, რომ სხვა მსგავსი დაწესებულებებისგან განსხვავებით, მას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ იჯარის გადახდა არ უწევს, რაც თავის მხრივ სტაბილური ფასების შენარჩუნებაში დაეხმარება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით, მას ჯერ არ მიუმართავს, რადგან კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ფოტო: "სმაილ დენტი"

„მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იმუშავოს სტომატოლოგმა მოთხოვნებში მითითებული ეკიპირების გარეშე. პირბადეები, ხელთათმანები, სათვალეები, ერთჯერადი ხალათები - ეს არის ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვიყენებდით. წყალგაუმტარ ხალათს რაც შეეხება, მას მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ვიყენებდით. რასაც ახლა დავამატებთ არის თერმოსკრინინგი და რესპირატორები - ფაქტიურად არაფერია, რაც არ უნდა იყოს სტომატოლოგიურ კლინიკებში. რა თქმა უნდა ეს აისახება ფასებზე, რადგან ზოგადად მოიმატა ყველაფრის ფასმა. ჩვენც უნდა დავჯდეთ, ჩამოვყალიბდეთ. ყველას თავისი ხარჯი აქვს, ჩვენ იჯარას არ ვიხდით, რაც უპირატესობაა ჩვენს შემთხვევაში. პაციენტს რომ ძალიან დაეტყოს ისე არ მოვუმატებთ, გარკვეული მარაგებიც გვაქვს. ვფიქრობთ რომ ფასები დარეგულირდება, ამას მგონი ყველა ვიმედოვნებთ“, - მიიჩნევს თამთა ჯანაშია.
ფოტო: "სმაილ დენტი"

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, 11 მაისიდან, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, შემოსული განცხადებების საფუძველზე, სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგი დაიწყეს. ამისთვის, კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადააგზავნონ შესაბამის მეილზე. მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმიური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს უფლება ეძლევათ განახორციელონ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.