სოხუმი: ასლან ბჟანიამ თავდაცვის ახალ მინისტრად ვლადიმირ ანუა წარადგინა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დღეს "თავდაცვის ახალი მინისტრი" ვლადიმირ ანუა წარუდგინა პირად შემადგენლობას.
ინფორმაციას "აბხაზია ინფორმი" ავრცელებს.
აღნიშნულ პოსტზე მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებას ასლან ბჟანიამ 1 ივნისს მოაწერა ხელი. მანამდე, 1995 წლიდან, ანუა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "თავდაცვის მინისტრის მოადგილის, მთავარი სამხედრო ინსპექტორის თანამდებობას იკავებდა. გამოცემის ცნობით, "1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს, ვლადიმირ ანუა იყო პირველი პოლკის მეთაური, შტაბის უფროსი".
მანამდე, 2007 წლიდან აღნიშნულ თანამდებობას მერაბ ქიშმარია იკავებდა. ეს უკანასკნელი დღესვე "თავდაცვის მინისტრის უფროს სამხედრო მრჩევლად" დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები