სოხუმში, ახალ რაიონში, მერსედესის მარკის მიკროავტობუსს ცეცხლი წაეკიდა, ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის დე ფატო რესპუბლიკის
საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილემ სატბეი გინდიამ განუცხადა. მისივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია მიკროავტობუსის მძღოლი. ის რესპუბლიკურ საავადამყოფოში გადაიყვანეს, წერს გამოცემა "აფსადგილ ინფო".
ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მისული მაშველების ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მომენტში ავტომობილი პარკინგზე იდგა და მასში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები