წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავასთან, სავარაუდოდ, ლიას მკვიდრი სამი ახალგაზრდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნული პირების შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ადგილობროვების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდა. მათივე ცნობით, დაკავებულები ჯართის შესაგროვებლად მეზობელ სოფელში იმყოფებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები