ახალი ამბები
აფხაზი საოპერო მომღერალი კორონავირუსისგან განიკურნა
აფხაზი საოპერო მომღერალი ხიბლა გერზმავა კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"მე Covid-19 გადავიტანე და რაც ყველაზე საწყენია, 13 მარტიდან სახლიდან არ გავსულვარ, უსაფრთხოების ყველა ზომას ვიცავდი, თუმცა ვირუსმა ჩემს სახლში შემოაღწია! მაისის შუა რიცხვებში სისუსტე ვიგრძენი, სიცხემ ამიწია, თუმცა, ვირუსზე ფიქრიც არ გამივლია გულში! მეორე დღეს მთლიანად დამეკარგა ყნოსვა! ძალიან უცნაური შეგრძნებაა, როდესაც საკუთარი პარფიუმის და ახლად მოდუღებული ყავის სუნს ვერ გრძნობ! მაგრამ ყველაზე მძიმე და საშინელი წინ მელოდა, ყველაზე რთული 10 დღე, როდესაც ტკივილისგან მთელი სხეული გეფლითება ... კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ორმხრივი პნევმონია აჩვენა, მაგრამ ფილტვების მინიმალური დაზიანებით. ექიმებმა მირჩიეს, სახლში მემკურნალა... იმის გაფიქრებაც კი მზარავს, მე თუ მსუბუქი ფორმა მქონდა, როგორ წვალობენ ის ადამიანები, ვისაც მძიმე და საშუალო სიმძიმის აქვს???!!! ვირუსი არსებობს და მტერსაც არ ვუსურვებ იმ კოშმარს, რაც გადავიტანე! ძალიან მაბრაზებენ ის ადამიანები, ვინც ზერელედ ეკიდებიან ამ ყველაფერს და ფიქრობენ, რომ ეს სიცრუეა! " - წერს ხიბლა გერზმავა.

რუსეთში მოღვაწე მომღერალი წერს, რომ თავს კარგად გრძნობს, ის მადლობას უხდის ექიმებს და ყველას მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.