ზუგდიდში, არხთან, სადაც მოზარდი დაიხრჩო ამკრძალავი ნიშნების დადგმას ითხოვენ (ვიდეო)
18:05 / 16.06.2020
ზუგდიდში, ე.წ. „ვექტორის“ დასახლების მიმდებარედ არსებული არხის გარშემო გამაფრთხილებელი ნიშნების - „ბანაობა აკრძალულია“ განთავსებას ადგილობრივები ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ არხის ამოვსება შეუძლებელია და ასევე,
არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან ამის შემდეგ იქ მდებარე შენობა-ნაგებობები, სავარაუდოდ, დაიტბორება.
იქ, სადაც გუშინ მოზარდი დაიხრჩო, ამკრძალავი ნიშნები არ დგას. არხის სიგრძე, დაახლოებით, 300 მეტრია, ხოლო სიღრმე 5-10 მეტრს აღწევს.
„ჩვენი უბნის ბავშვები არ ბანაობენ, რადგან იციან რომ საშიშია. კომბინატის პირველი უბნიდან მოსულან მოზარდები. ყველა ჩახტა თურმე. რამდენიმე წუთში ერთ-ერთი ვერ შენიშნეს და ამის შემდეგ დაუწყეს ძებნა, თუმცა ვერ იპოვეს. ბოლოს, მაშველი მოიყვანეს ანაკლიიდან და მან იპოვა ერთი საათიანი ძებნის შემდეგ. სულ ხავსში იყო ცხედარი გახვეული, ძალიან საშიშია აქ ბანაობა“, - ამბობს მარინა ჯიმშელია.
ე.წ "ვექტორის" დასახლების ტერიტორიაზე არსებულ არხში 13 წლის ბავშვი გუშინ დაიხრჩო. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები