მესტიის სოფელ ჭუბერში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ
112-ში შესული ინფორმაციის მიხედვით, ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
"ადგილზე ინდივიდუალური სპეციალური აღჭურვილობით და დრონით გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მესტიის და ჯვრის სამმართველოებიდან. დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები. ამ დროისთვის წიწვოვან ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს" , - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ დროისთვის ნახანძრალი ტერიტორის დამუშავება მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები