სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას არ იწყებს ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის საჩივარზე.
სუსში ამბობენ, რომ მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. საუბარია ყინულის სახლის ტერიტორიის გასხვისებაზე.
ანტიკორუფციულმა სააგენტომ მერიიდან დოკუმენტაცია გასულ კვირაში გამოითხოვა.
ინფორმაციისთვის, ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ პროკურატურაში მერის წინააღმდეგ განცხადება 2 ივნისს
შეიტანა. ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, მუნიციპალიტეტსა და კომპანია m2- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციული გარიგების ნიშნებს შეიცავს.
მერიაში კი განმარტავენ, რომ შეთავაზება, რომელიც აღნიშნულ კომპანიას თავდაპირველად ჰქონდა, სამოქალაქო სექტორთან და ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ შეიცვალა და ამით მუნიციპალიტეტმა გაცილებით უკეთესი ეფექტი მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები