22 - 24 ივნისს ენგურის ხიდი დროებით ისევ გაიხსნება, "ჰუმანიტარული კორიდორი მოეწყობა საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი
მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აფხაზეთში დაბრუნება სურთ". ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების სამსახური" ავრცელებს.
ენგურის ხიდზე განთავსებული საკონტროლო - გამშვები პუნქტის გადაკვეთას მოქალაქეები მითითებულ თარიღებში, დილის 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე შეძლებენ.
სამეგრელოდან აფხაზეთში მიმავალმა პირებმა სამედიცინო - სანიტარული კონტროლი უნდა გაიარონ.
მანამდე, სოხუმმა 26 მაისიდან ცალმხრივად გახსნა ენგურის ხიდი, რომელიც პანდემიის მიზეზით სამი თვის წინ ჩაკეტა. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ, უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია.
მასალის გამოყენების პირობები