ასლან ბჟანია მოსკოვში დაგეგმილ სამხედრო აღლუმში მიიღებს მონაწილეობას
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით დღეს მოსკოვში გაემგზავრა,
სადაც 24 ივნისს დაგეგმილ "გამარჯვების აღლუმში" მიიღებს მონაწილეობას, წერს " აფსნიპრესი". ამავე ცნობთ, ვიზიტის ფარგლებში, ასლან ბჟანია რუსეთის ფედერაციის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი, რომელიც 9 მაისს უნდა ჩატარებულიყო, 24 ივნისს გაიმართება. ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
მასალის გამოყენების პირობები