ახალი ამბები
სლოვაკეთმა რუხის კლინიკისთვის 45 ათასი ევრო გამოყო
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრომ გამოყო დამატებითი ფინანსები საქართველოსთვის, Сovid-19 - თან წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდასაჭერად. 24 ივნისს, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პაველ ვიზდალმა და საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, 45 000 ევროს მიღებაზე SlovakAid-ის ფონდიდან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში სლოვაკეთის საელჩო ავრცელებს. დახმარებით შესაძლებელი იქნება სოფელ რუხში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონი) ახლად დაარსებული საავადმყოფოსთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა.



,,უფრო კონკრეტულად, ეს იქნება საანესთეზიო საშუალებები მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში, ქირურგიული სანათები, საოპერაციო მაგიდა, დეფიბრილატორი, მოცულობითი ინფუზიური ტუმბო, ვიდეოოლინინგოსკოპი და სხვა სამედიცინო მოწყობილობები. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც დაარსებულია აკადემიკოს ნ. კუპშიძის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ, სლოვაკური გრანტის გაცემის შემდეგ შეძლებს გაზარდოს დასახმარებელი რესურსები სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მათ შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის. ამ არაჩვეულებრივი ღვაწლით, რომელიც დაამტკიცა საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ივან კოროჩოკმა, სლოვაკეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, თუნდაც ასეთ საგანგებო სიტუაციებში, ჯერ კიდევ მზად არის უზრუნველყოს რეალური მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომელთა შორის საქართველო მუდმივად ღირსეულ ადგილს დაიკავებს" - ნათქვამია სლოვაკეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.