ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რიცხვი 25-ით გაიზარდა. ამ დროისთვის იზოლაციაში 99 პირი იმყოფება, ხოლო რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 31 პირი რჩება.
ამ დრომდე, ეპიდზედამხედველობა სულ 1 989 პირზე დამყარდა.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 146 ახალი ნიმუში და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლები ბიოლოგიური ნიმუშების აღებას აგრძელებენ.
მასალის გამოყენების პირობები