ზუგდიდში, გეგმიური სამუშაოების გამო ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. გარდა ამისა, შუქი გაეთიშება ინგირის, აბასთუმანის, დარჩელის, რუხის, ცაიშის, ანაკლიის, ოდიშისა და კოკის მოსახლეობას.
ინფორმაციას "ენერგო პრო ჯორჯია" ავრცელებს.
"26 ივნისს 09:00დან 19:00 საათამდე გეგმიური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს ქალაქ ზუგდიდში და მიმდებარე სოფლებში", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები