სოხუმი: გუმისთაში ნაპოვნი ყუმბარა გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გამნაღმველებმა სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში ნაპოვნი
ყუმბარა გააუვნებელყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების ვებგვერდი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართულ - აფხაზური კონფლიქტის დროინდელი ყუმბარა РГ-42, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს.
უფრო ადრე, ფეთქებადსაშიში ნივთები გაგრის რაიონის სოფელ ბზიფის მცხოვრებლებმა იპოვეს, მათ შორის: საბრძოლო მასალა ყუმბარმტყორცნებისთვის და ხელყუმბარები. ადგილზე მისულმა საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა ნაპოვნი საბრძოლო მასალა, მათი შემდგომი უტილიზაციის მიზნით, უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს.
"სამინისტრო" აფრთხილებს მოსახლეობას, რომ საეჭვო საგნების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს.
მასალის გამოყენების პირობები