სენაკში, მდინარე ტეხურში 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი წყალში გადახტა, რა დროსაც, სავარაუდოდ,
გული გაუჩერდა. მათივე ცნობით, ადგილზე მყოფებმა ის წყლიდან მალევე ამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები