ხობში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა
დაეჯახა.
შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები