სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ტატო ზარქუა ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
სუს - ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. ამავე ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
21 წლის ახალგაზრდის
გატაცების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ტატო ზარქუა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, ზუგდიდის სოფელ რიყეში ნათესავის სახლში სტუმრად იმყოფებოდა. ოჯახის წევრების განმარტებით, საოკუპაციო ძალებმა ის ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები