ბიჭვინთაში, ლიძავასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაღალი სიჩქარით მოძრავი Toyota Crown - ის მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, შედეგად, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მისულ მაშველებს დაშავებული მგზავრების ამოსაყვანად, სპეცტექნიკის გამოყენება და საბარგულის გაჭრა მოუხდათ.
მასალის გამოყენების პირობები