ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 101 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში კი რეგიონის მასშტაბით 9 პირი რჩება. სულ ეპიდზედამხედველობა 2056 მოქალაქეზე დამყარდა.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 17 ნიმუში, ყველა უარყოფითია.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლები ბიოლოგიური მასალის აღებას საჭიროებისამებრ გააგრძელებენ.
მასალის გამოყენების პირობები