ზუგდიდის ბოტანიკურში ღია ბიბლიოთეკა გაიხსნა (ფოტო/ვიდეო)
11:33 / 10.07.2020
საქართველოს მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანების ორგანიზებით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ღია ბიბლიოთეკა მოეწყო. იდეის ავტორის, სალომე გუგუშვილის განმარტებით ერთი თვის განმავლობაში აქ მოსულ ადამიანებს წიგნების გამოწერა
და ადგილზე კითხვა შეეძლებათ. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვა აქტივობები, მათ შორის ყოველ შაბათს ფილმის ჩვენება.
"პროექტის იდეა გაჩნდა პოსტ-პანდემიის პერიოდში. მე თვითონ წავაწყდი წინააღმდეგობას, წიგნები მჭირდებოდა და ვერ ვიწერდი. მივმართე მერიას დაფინანსებისთვის, რადგან ეს იყო ინოვაციური პროექტი, ფაქტობრივად, საჯარო სივრცე გადმოვიდა ისევ საჯარო, ოღონდ ღია სივრცეში. ვთვლი, რომ დიდი სიმდიდრე გვაქვს ბოტანიკური ბაღის სახით და ეს გამოსაყენებელია. პროექტი აძლევს თავისუფლებას და განვითარების შესაძლებლობას ახალგაზრდებს, რადგან აქ მოსული ადამიანი აიღებს, წაიკითხავს წიგნს, უყურებს ფილმებს, მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რომელსაც დაგეგმავენ ის ორგანიზაციები, ვინც აქტიურად ზრუნავს მოქალაქეთა ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ვთვლით, რომ სასიამოვნო და საინტერესო ერთი თვე ელოდება ჩვენს თანაქალაქელებსაც და სტუმრებსაც, რადგან გვაქვს ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკაც, რითაც ვამაყობთ", - გვითხრა სალომე გუგუშვილმა.
ბოტანიკურის ტერიტორიაზე წიგნების წაკითხვის მსურველებს თან პირადობის მოწმობა უნდა ჰქონდეთ. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღია ბიბლიოთეკის მკითხველებს წიგნის შერჩევაში მოხალისეთა ჯგუფი დაეხმარებათ. პატარა მკითხველებისთვის საბავშვო კუთხე მოეწყობა, სადაც მათ წიგნების კითხვასთან ერთად, ხატვაც შეეძლებათ.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".
სოხუმის ცენტრში ისევ სროლა იყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს აფხაზი „დეპუტატის“ ვახტანგ გოლანძიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადგურ ხარაზიას სახლს. ამის შესახებ ადგილობრივი რესურსი „აიაშარა“ იტყობინება.
ამ წუთებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეების ნაწილი საქართველო-EU-ის სტრატეგიული ურთიერთობების შეფერხებას აპროტესტებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები