აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 13 – 17 ივლისს, ენგურის ხიდზე ისევ გაიხსნება "ჰუმანიტარული კორიდორი" დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთის რეგიონში
დაბრუნების მსურველთათვის.
5 დღის განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევამდე, ე.წ. საკონტროლო- გამშვები პუნქტის კვეთას მოქალაქეები დილის 9 - დან საღამოს 19 საათამდე შეძლებენ. ინფორმაციას "გალ ტვ" ავრცელებს.
ენგურის ხიდი, რომელიც სოხუმის გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან სამი დღით იყო გახსნილი, 24 ივნისს ისევ ჩაიკეტა. მანამდე, 26 მაისიდან, აფხაზურმა მხარემ ასევე ცალმხრივად, ერთი კვირით გახსნა ენგურის ხიდი, რომელიც პანდემიის მიზეზით სამი თვით იყო ჩაკეტილი. იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია.
მასალის გამოყენების პირობები