მიტროპოლიტი გერასიმე შაქარაშვილის საქმეზე: აუცილებელია სამართლიანი გამოძიება
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა. სასულიერო პირი სამართალდამცავებს ობიექტური, სამართლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ვლოცულობთ გიორგის სულის საოხად, რათა უფალმა მისი სული გაამწესოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. რა თქმა უნდა აუცილებლია ობიექტური გამოძიება“, - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
მიტროპოლიტმა პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
მასალის გამოყენების პირობები