გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში ინტენსიური წვიმაა ნავარაუდევი. ამასთან, მოსალოდნელია ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსის ფარგლებში იქნება. როგორც რადიო "ათინათს" მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ უთხრა, 15 ივლისიდან ნალექის ინტენსივობა შემცირდება, თუმცა ტემპერატურა არ მოიმატებს.
"კვირის ჩათვლით ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 15-დან 18 ივლისამდე 28-30 გრადუსი იქნება , 19 ივლისს კი 32-34 გრადუსი", - აღნიშნა გვაზავამ.
მისივე განმარტებით, ამინდის ცვალებადობა, სავარაუდოდ, 21-22 ივლისამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები