დღეიდან, 5 დღის განმავლობაში, ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების სამსახურის" ინფორმაციით, ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტის კვეთას მოქალაქეები, რომლებიც სამეგრელოდან აფხაზეთში მიემართებიან, 13-15 ივლისს - 09:00-დან 19:00-მდე, ხოლო 16-17 ივნისს - 09:00-დან -15:00 საათამდე შეძლებენ.
ამავე ცნობით, მათ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ. გადამსვლელებმა "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის" პასპორტი, 2016 წლის ნიმუშის აფხაზური პასპორტი, ფორმა #9, ბინადრობის მოწმობა, 14 წლამდე ბავშვებისთვის კი დაბადების მოწმობა თან უნდა იქონიონ. ენგურის ხიდი, რომელიც სოხუმის გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან სამი დღით იყო გახსნილი, 24 ივნისს ისევ ჩაიკეტა. მანამდე, 26 მაისიდან, აფხაზურმა მხარემ ასევე ცალმხრივად, ერთი კვირით გახსნა ენგურის ხიდი, რომელიც პანდემიის მიზეზით სამი თვით იყო ჩაკეტილი. იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა. ის ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები