საფეხბურთო ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება ქობულეთის „შუქურასა“ და ზუგდიდის „დინამოს“ მესამე ტურის შეხვედრით განახლდა. მატჩი ქობულეთელებმა 3:0 მოიგეს.
მომდევნო შეხვედრას „დინამო“ ისევ გასვლაზე გამართავს და 22 ივლისს, წყალტუბოში, „სამგურალს“ შეხვდება.
ლიგა 2-ისა და ლიგა 3-ის გათამაშება ოთხის ნაცვლად, ორ წრედ ჩატარდება. ასევე, განახლებული ფორმატი ექნება რეგიონალურ ლიგასაც. ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატებთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები