კახათის სკოლაში გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით სამდღიანი გერმანულენოვანი სემინარი ჩატარდა (ფოტო/ვიდეო)
13:27 / 16.07.2020
გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით კახათის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს გერმანულენოვანი სემინარები ჩაუტარდათ.
სამი დღის განმავლობაში მოზარდები სხვადასხვა სახის შემეცნებით სავარჯიშოებსა და დისკუსიაში იღებდნენ მონაწილეობას.
გარდა ამისა, ეცნობოდნენ თანამედროვე გერმანული მუსიკის ჟანრებს და სწავლობდნენ სიმღერებს. ამაში მათ გერმანული ენის ექსპერტი ქრისტინა ნეფზგერი და პედაგოგი ნონა დარასელია ეხმარებოდნენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში ის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ზაფხულის პერიოდში რამდენიმე კვირა გერმანიისა და ავსტრიის ინტერნაციონალურ ბანაკებში უნდა გაეტარებინათ. აქტივობები სკოლის ეზოში მიმდინარეობდა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები