ფოთში ცოლის წამებისთვის მამაკაცს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ფოთის საქალაქო სასამართლომ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი მეუღლის წამების ფაქტზე ბრალდებული ზ.შ. დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურ ავრცელებს.
ამავე ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 13 იანვარს ფოთში, ზ.შ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლის მიმართ წამება განახორციელა. უწყების განცხადების თანახმად, ბრალდებულმა საკუთარ ცოლს დანით მიაყენა ჭრილობები და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ზ.შ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 114 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის წევრის წამება) წარედგინა.
მასალის გამოყენების პირობები