გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, არარეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, მოქალაქეს სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სახერხი დანადგარი დალუქეს. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“, - ამბობენ უწყებაში.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები