მესტიის სოფელ ლენჯერში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანს მეოთხე დღღეა ადგილობრივი მოსახლეობა, მაშველები და პოლიციელები უშედეგოდ ეძებენ.
გაუჩინარებული მოზარდის ოჯახის ახლობლების ცნობით, მის კვალს ვერ აგნებენ და ასევე მის ძებნას ართულებს ის, რომ დაკარგული მამიდაშვილს ჰგავს.
„ძალიან გვანან ერთმანეთს მამიდაშვილ-ბიძაშვილი, თან ერთი ასაკის არიან და ორივე ველოსიპედით გადაადგილდებოდა. მაშველები და მთელი სოფელი ტყე-ღრე ვეძებთ, მაგრამ არანაირი კვალი არ არის ამ დრომდე“, - ამბობენ ოჯახის ახლობლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში 50-მდე მაშველი და დრონებია ჩართული.
13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები