ეროვნული ლიგა 2-ის, მეოთხე ტურის ბოლო მატჩი ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს, წყალტუბოს "სამგურალი" და ზუგდიდის "დინამო"
დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
ზუგდიდის "დინამოს" შემადგენლობაში, რომელსაც კახა გოგიჩაიშვილი წვრთნის, ირიცხებიან ვახტანგ ჯომიდავა, გურამ მინდორაშვილი, ბორის მახარაძე, პაპუნა მოსემღვდლიშვილი, მიხეილ რუხაია, დათა ქირია, გიგლა ბურკაძე, გიორგი ჭანუყვაძე, არჩილ მესხი, დათა სიჭინავა, ამირან აბუსელიძე, ლუქმან გილმორე, გოჩა ცირდავა, ლუკა გუგუჩია, მალხაზ ეხვაია, ნიკოლოზ ბერიშვილი, საბა ნადირაძე, არველოდ ხუნჯგურუა, ზაურ ხაბეიშვილი და ირაკლი კლიმიაშვილი.
ინფორმაციისთვის, წინა თამაშზე ზუგდიდის "დინამო" ქობულეთის „შუქურასთან“ 3:0 დამარცხდა.
მასალის გამოყენების პირობები