აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დადასტურდა
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, კოვიდ - 19 სოხუმის საავადმყოფოს ერთ-ერთ პაციენტს დაუდგინდა,
რომელიც რესპუბლიკაში კრასნოდარიდან 10 დღის წინ დაბრუნდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში მას შემდეგ შეიყვანეს, რაც თავი შეუძლოდ იგრძნო. ამავე ცნობით მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, წერს "აფსადგილ ინფო".
მეორე კოვიდ - დადებითი პაციენტი სომხეთის მოქალაქეა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში სამუშაოდ ჩავიდა. ის საავადმყოფოში ქრონიკული დაავადების გამწვავების გამო მოათავსეს, მოგვიანებით კი, ახლობლების მოთხოვნით, სოჭში გადაიყვანეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევა დადასტურდა, მათგან, 1 პაციენტი გარდაიცვალა, 37 კი გამოჯანმრთელებულია.
მასალის გამოყენების პირობები