აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 7 შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ ოპერატიული შტაბზე დაყრნობით,
ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას. ამავე ცნობით, გასული დღე - ღამის განმავლობაში, 115 პირის ბილოგიური მასალა გამოიკვლიეს. მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენა. ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებებში 17 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბილკაში Covid – 19 - ით ინფიცირების 55 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 1 - პაციენტი, 1925 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულია 37 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები