მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს მაშველები, სამართალდამცავები და ახლობლები, მეათე დღეა ეძებენ.
სვანეთის გარდა, ბიჭის საძიებო სამუშაოები აჭარისა და სამეგრელოს სანაპირო ზოლზეც გრძელდება.
13 წლის
ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით 18 ივლისს დილის საათებში გავიდა და მას შემდეგ ის არავინ უნახავს. მისი გაუჩინარების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები