გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ივლისის ბოლო დღეების ამინდის პროგნოზი არამდგრადია. მოსალოდნელია ტემპერატურის კლება
და დასავლეთის მიმართულებით ქარის გაძლიერება.
29 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა ნავარაუდევი, ამასთან მოსალოდნელია ელჭექი.
როგორც რადიო "ათინათს" მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ უთხრა, აგვისტოს დასაწყისში ქვეყნის უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. მისივე განმარტებით 1-2 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 27-28 გრადუსამდე დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები