აფხაზეთში კორონოვირუსით ინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ პირების კონტაქტების კვლევა.
გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდ დადასტურებული 8 პაციენტი მკურნალობს, 7 - სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე Сovid 19-ით ინფიცირების 57 შემთხვევაა დადასტურებული, ორი ადამიანი გარდაიცვალა, 37 - გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები