სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაადასტურა
28 ივლისის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 შემთხვევა დაფიქსირდა, მიმდინარეობს მათი კონტაქტების დადგენა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამ დროისათვის გუდაუთის საავადმყოფოში 9 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, 7 კი სახლში, თვითიზოლაციაში რჩება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა Covid - 19 - ით ინფიცირების 63 შემთხვევა დაადასტურა, 2 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულია - 37 ადამიანი.
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, "აფხაზეთ - რუსეთის საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა" 4 აგვისტომდე გახანგრძლივდა. შესაბამის ბრძანებას ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი, წერს "აფსადგილ ინფო".
მასალის გამოყენების პირობები