სოხუმში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გასული დღე - ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 134 პირის ბილოგიური მასალა გამოიკვლიეს,
Covid - 19 კიდევ 8 პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა გრძელდება, წერს "აბხაზია ინფორმი".
ამ დროისათვის, გუდაუთის საავადმყოფოში 11 პაციენტი მკურნალობს, 20 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 71 შემთხვევა დაფიქსირდა, მათაგნ 37 - გამოჯანმრთლედა, ორი პაციენტი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები