ორგანიზატორების განმარტებით, პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს-უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა.
გარდა ამისა, პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.
"დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში გაეროს პროგრამის მხარდაჭერით ეთნოსივრცე გაიხსნა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს რეწვის ნიმუშების რეალიზების შესაძლებლობა ექნებათ. ამ სივრცეს აქვს ორმაგი ეფექტი, გარდა იმისა, რომ მეწარმეებს ექნებათ თავიანთი ნამუშევრების გაყიდვის შესაძლებლობა, ასევე, ჩვენს მუნიციპალიტეტში მოსულ ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა ზუგდიდიდან წაიღონ ადგილობრივი რეწვის ნიმუშები და სამახსოვრო ნივთები. ამდენად, ეს სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი რეწვისა და მეწარმეების ხელშეწყობის კუთხით, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.

პროექტის განხორციელება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიცირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები