ზუგდიდში შსს-ს თანამშრომელი პირადი ცხოვრების ხელყოფისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ ხელყოფისა და მუქარის ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.
ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას და მუქარას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები