დღეს გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის პაციენტი გარდაიცვალა,
წერს "აბხაზია ინფორმი", ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით. ამავე ინფორმაციით, პაციენტი გუდაუთის ჰოსპიტალში სოხუმის საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილებიდან 26 ივლისს, მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. მას ორმხრივი პოლისეგმენტარული პნევმონია განუვითარდა, ასევე ჰქონდა გულთან დაკავშირებული თანმხლები ქრონიკული დაავადება.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 31 ივლისს კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა.
სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, Covid – 19 – ით ინფიცირების 84 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები