მესტიის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს მაშველები და ახლობლები მე-17 დღეა უშედეგოდ ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,
სამაშველო ღონისძიებებში, მოზარდის გაუჩინარების მეორე დღიდან დღემდე, 80 მაშველია ჩართული. მათივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშეოები ენგურჰესის აუზშიც მიმდინარეობს.
მოზარდი სახლიდან ველოსიპედით 18 ივლისს დილის საათებში გავიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს.
ილია ფილფანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები