მოსახლეობის კორნავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე- ღამის განმავლობაში სოხუმში 96 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს კორონავირუსზე, 5 მათგანს Covid – 19 დაუდგინდა.
ამავე ცნობით, გრძელდება ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა. ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 40 კოვიდ დადებითი პაციენტი მკრუნალობს, წერს "აბხაზია ინფორმი".
შტაბის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 114 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 37 - ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.
ბოლო დროს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, ფსოუზე "აფხაზეთ- რუსეთის საზღვარი" რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 1 აგვისტოდან გახსნა. იმავე დღეს შესაბამის განკარგულებას ხელი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამაც მოაწერა. მანამდე, 30 ივლისს, ის მოსკოვში გაემგზავრა სამუშაო ვიზიტით. კორონავირუსის პანდემიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმოსვლა ყველა კატეგორიის მოქალაქისათვის 8 აპრილიდან იყო შეზღუდული. დღეიდან სოხუმსა და მოსკოვს შორის სარკინიგზო მიმოსვლაც აღდგა.
მასალის გამოყენების პირობები